ENG
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი​​
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ინსტიტუტის შესახებ →
ჩვენ შესახებ - 1946 წლიდან

ტრადიცია, კვლევა და ინოვაცია

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი 1946 წელს დაარსდა და დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია. ინსტიტუტი აერთიანებს ფუნდამენტურ და გამოყენებით ბიოსამედიცინო კვლევებს, თანამედროვე მორფოლოგიურ და მოლეკულურ მეთოდებსა და კლინიკურ პათოლოგიას.

მეცნიერული ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით, ინსტიტუტი ხელს უწყობს ბიოსამედიცინო მეცნიერებების განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ახალი თაობის მკვლევართა პროფესიულ ზრდას.

სტრუქტურული ერთეულები

სამი სამეცნიერო დეპარტამენტი და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება — ერთიანი კვლევითი გარემოს საფუძველი.

კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი

კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი

გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი

ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება

ნინო ჯავახიშვილის პრემია და მედალი

აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ან მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარების  განსაკუთრებული  ხელშეწყობისათვის. პრემია ენიჭება ავტორს ან ავტორთა ჯგუფს ბოლო სამი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის.

აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ან მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარების  განსაკუთრებული  ხელშეწყობისათვის. პრემია ენიჭება ავტორს ან ავტორთა ჯგუფს ბოლო სამი წლის მანძილზე.

ვრცლად>>
სასარგებლო ბმულები