ნინო ჯავახიშვილის პრემია და მედალი
აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილისათვის, აგრეთვე მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარების, პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული გამორჩეული საქმიანობისათვის.
აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემია ენიჭება ავტორს ან ავტორთა ჯგუფს მორფოლოგიურ მეცნიერებათა სფეროში შესრულებული მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელიც გამოქვეყნებულია ბოლო სამი წლის განმავლობაში და გამოირჩევა აქტუალობით, მეცნიერული სიახლითა და დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით.
