ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი
ინსტიტუტის შესახებ
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოში ბიო – სამედიცინო სფეროს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების, ასევე ამ დარგების სპეციალისტთა დახელოვნების აღიარებულ ლიდერ სუბიექტს. ის აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის მიერ 1946 წელს დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სახით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით ინსტიტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №220 დადგენილების შესაბამისად რეორგანიზებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო–კვლევით ერთეულად – „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტად“.
ვრცლად>>
განცხადება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს კონკურსს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
განაცხადებების მიღება იწარმოებს 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით 10:00 სთ-იდან 18:00 სთ-მდე ინსტიტუტის შენობაში, თბილისი, ბელიაშვილის 78, მე-2 სართული.
დირექტორის არჩევა მოხდება ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე 2023 წლის 28 თებერვალს.
არჩეული დირექტორის კანდიდატურა თსუ აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება არა უგვიანეს 1 მარტისა.
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 22 ივნისის ბრძანება №71/ნ – ვებგვერდი, 22.06.2016წ. და დადგენილება №20/2018, 5 თებერვალი, 2018)
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველი კონკურსში მონაწილეობისათვის ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
- დოქტორის აკადემიური ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV) – სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობის გამოცდილების, სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის და გამოქვეყნებულ ნაშრომთა ამსახველი ინფორმაციით;
- ინსტიტუტის შემდგომი განვითარების კონცეფცია.
- ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ვადის და პირობების დარღვევით წარმოდგენილი საბუთები რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
დამატებითი ინფორმაციია კონკურსის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში:
- განცხადება თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოფიის ინსტიტუტის დირექტორის კონკურსის თაობაზე
- მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი
მიმდინარე პროექტები
ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე
12.01.2022
ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე
12.01.2022
ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე
12.01.2022
ნინო ჯავახიშვილის პრემია და მედალი
აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ან მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარების განსაკუთრებული ხელშეწყობისათვის. პრემია ენიჭება ავტორს ან ავტორთა ჯგუფს ბოლო სამი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის.
აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ან მორფოლოგიურ მეცნიერებათა განვითარების განსაკუთრებული ხელშეწყობისათვის. პრემია ენიჭება ავტორს ან ავტორთა ჯგუფს ბოლო სამი წლის მანძილზე.
ვრცლად>>
სტრუქტურული ერთეულები
კლინიკური ანატომია და ექსპერიმენტული მოდელირება
კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგია
გერონტოლოგია და პალიატიური მედიცინა
ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
სასარგებლო ბმულები