ENG

სიახლეები

მორფოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მორფოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 28–29 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტში გაიმართება ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

1946 წელს დაარსებული მორფოლოგიის ინსტიტუტი 2026 წელს სამეცნიერო საქმიანობის 80 წელს აღნიშნავს. საიუბილეო კონფერენცია გააერთიანებს ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და სპეციალისტებს და წარმოადგენს ინსტიტუტის მრავალწლიანი სამეცნიერო ტრადიციისა და თანამედროვე კვლევითი საქმიანობის მნიშვნელოვან ღონისძიებას.

კონფერენციის პროგრამა

28 ოქტომბერი | 16:00
კონფერენციის საზეიმო გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, სააქტო დარბაზი
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, თბილისი

29 ოქტომბერი | 10:00
სამეცნიერო სესიის გახსნა
ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, II კორპუსი
მისამართი: ბელიაშვილის ქ. №78, თბილისი

კონფერენცია ეძღვნება ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის 80-წლიან სამეცნიერო მემკვიდრეობას, მის წვლილს მორფოლოგიური და ბიოსამედიცინო მეცნიერებების განვითარებაში და ინსტიტუტის თანამედროვე სამეცნიერო საქმიანობას.