ENG

სიახლეები

მანქანური პერფუზიის კვლევის საფუძველზე მომზადდა Horizon Europe Twinning პროექტი

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში ორგანოთა მანქანური პერფუზიის მიმართულებით მიღებული სამეცნიერო შედეგები ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველი გახდა.

2025 წელს ინსტიტუტმა University Medical Center Groningen-ის და სევილიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პარტნიორობით მოამზადა და Horizon Europe-ის კონკურსზე წარადგინა საერთაშორისო Twinning პროექტი.

პროექტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას მანქანური პერფუზიისა და ტრანსლაციური ტრანსპლანტაციის კვლევის მიმართულებით, ორგანოთა პრეზერვაციის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. პროექტის შიფრია 101340161 და იგი წარდგენილია Horizon Europe-ის Widening Participation and Strengthening the European Research Area (Twinning) მიმართულებით.

ეს ინიციატივა ინსტიტუტში მიმდინარე ექსპერიმენტული კვლევების საერთაშორისო კვლევით ქსელებში ინტეგრაციის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.