ENG

სტრუქტურული ერთეულები

ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები

ინსტიტუტის საქმიანობა ორგანიზებულია სამი სამეცნიერო დეპარტამენტისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფარგლებში. სამეცნიერო დეპარტამენტები აერთიანებს ფუნდამენტური, ექსპერიმენტული, კლინიკური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებებს, ხოლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს ინსტიტუტის ინფრასტრუქტურისა და ყოველდღიური საქმიანობის ტექნიკურ მხარდაჭერას. სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინირებული მუშაობა ქმნის ინსტიტუტის სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის ორგანიზაციულ საფუძველს.

სამეცნიერო დეპარტამენტები

კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი

დეპარტამენტის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს კლინიკური ანატომიის, ექსპერიმენტული მოდელირებისა და ბიოსამედიცინო კვლევის მიმართულებებს. კვლევითი საქმიანობა ორიენტირებულია მორფოლოგიური კანონზომიერებების შესწავლასა და ექსპერიმენტული მოდელების გამოყენებაზე თანამედროვე ბიოსამედიცინო პრობლემების კვლევაში.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: მიხეილ ჯანგავაძე

კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს დაავადებათა მორფოლოგიური და მოლეკულური საფუძვლების კვლევას, კლინიკურ პათოლოგიასა და თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების განვითარებას. კვლევითი მიმართულებები აერთიანებს ჰისტოპათოლოგიურ, იმუნოჰისტოქიმიურ და მოლეკულურ კვლევებს, ონკოლოგიურ პათოლოგიასა და ციფრული პათოლოგიის თანამედროვე მიდგომებს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ლიანა გოგიაშვილი

გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი

დეპარტამენტის საქმიანობა მიმართულია დაბერების ბიოლოგიური და სამედიცინო ასპექტების, ხანდაზმულთა ჯანმრთელობისა და პალიატიური მედიცინის საკითხების კვლევისკენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი და აქტიური დაბერების ხელშეწყობას, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შესწავლასა და ხანდაზმული ადამიანების ცხოვრების ხარისხისა და მოვლის თანამედროვე მიდგომების განვითარებას.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ელენე ჯანბერიძე

ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა

ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება

ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს ინსტიტუტის საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და სტრუქტურული ერთეულების შესაბამის ტექნიკურ მხარდაჭერას.

განყოფილების ხელმძღვანელი: მაყვალა წილოსანი