ENG

სიახლეები

მორფოლოგიის ინსტიტუტში განახლდა კვლევითი ინფრასტრუქტურა და შეიქმნა ახალი ლაბორატორიები

2024–2026 წლებში ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მნიშვნელოვნად გაძლიერდა თანამედროვე ბიოსამედიცინო კვლევებისთვის საჭირო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა კვლევითი ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება, შეიქმნა ახალი ლაბორატორიები და მოლეკულური პათოლოგიის კვლევის ცენტრი. პარალელურად გაფართოვდა თანამედროვე ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენება როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო საქმიანობაში.

ინსტიტუტის თანამედროვე ფუნქციური პროფილი მოიცავს მოლეკულურ და ციფრულ პათოლოგიას, ელექტრონულ მიკროსკოპიას, ქსოვილოვან კულტურებს, ნანოტექნოლოგიებსა და კლინიკურ-პათოლოგიურ დიაგნოსტიკას.

ინფრასტრუქტურის განვითარება ინსტიტუტის გრძელვადიანი მიზნის ნაწილია — ჩამოყალიბდეს თანამედროვე ბიოსამედიცინო კვლევებისა და ტრანსლაციური მედიცინის ეროვნული კვლევითი ჰაბი.