ENG

სიახლეები

ინსტიტუტის თანამშრომლები 2025 წლის საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები 2025 წელს აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ ღონისძიებებში.

საანგარიშო პერიოდში ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, European Association for Palliative Care-ის მე-19 მსოფლიო კონგრესში ჰელსინკიში, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სკოლა-კონფერენცია BIOME-D2025-ში ბათუმში, AMEE-ის კონფერენციაში ბარსელონაში და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებში.

საერთაშორისო აქტივობა მოიცავდა ასევე პროფესიულ ტრენინგებს. ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის Groningen University Medical Center-ის ქირურგიულ ლაბორატორიაში და Salzburg Cleveland Clinic Seminar in Pathology-ში.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას და ინსტიტუტის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.