ENG

სიახლეები

მორფოლოგიის ინსტიტუტი ჩაერთო Georgian Reproducibility Network – GeoRN-ის საქმიანობაში

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩართულნი არიან Georgian Reproducibility Network – GeoRN-ის საქმიანობაში.

ქსელის საქმიანობა უკავშირდება სამეცნიერო კვლევის ხარისხის, გამჭვირვალობისა და რეპროდუცირებადობის თანამედროვე პრინციპების განვითარებასა და გავრცელებას. ინსტიტუტიდან აქტივობაში მონაწილეობენ დიმიტრი კორძაია, ლიკა სვანაძე და ქეთი ცომაია.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული საერთაშორისო აქტივობის დაფინანსების წყაროებს შორისაა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ევროკავშირის Horizon Europe-ის TIER2 პროექტი.

GeoRN-ში მონაწილეობა შეესაბამება ინსტიტუტის სტრატეგიულ პრიორიტეტებს — მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევის, სამეცნიერო ეთიკის, საერთაშორისო ინტეგრაციისა და ახალგაზრდა მკვლევართა განვითარების ხელშეწყობას.