ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები 2025 წელს აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ ღონისძიებებში.
საანგარიშო პერიოდში ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, European Association for Palliative Care-ის მე-19 მსოფლიო კონგრესში ჰელსინკიში, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სკოლა-კონფერენცია BIOME-D2025-ში ბათუმში, AMEE-ის კონფერენციაში ბარსელონაში და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებში.
საერთაშორისო აქტივობა მოიცავდა ასევე პროფესიულ ტრენინგებს. ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის Groningen University Medical Center-ის ქირურგიულ ლაბორატორიაში და Salzburg Cleveland Clinic Seminar in Pathology-ში.
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას და ინსტიტუტის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.