ENG

სიახლეები

მორფოლოგიის ინსტიტუტი აფართოებს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას

2024–2026 წლებში ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა.

ინსტიტუტის პარტნიორთა შორის არიან გრონინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი ნიდერლანდებში, სევილიის უნივერსიტეტი ესპანეთში, გრინვიჩის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში, ბოლონიის უნივერსიტეტი იტალიაში, გოტინგენისა და მაგდებურგის უნივერსიტეტები გერმანიაში და სანგჯის უნივერსიტეტი სამხრეთ კორეაში.

თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადებას, მკვლევართა პროფესიულ გაცვლას, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას, ტრენინგებსა და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებას.

საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოება ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და მიზნად ისახავს ქართული ბიოსამედიცინო კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უფრო ფართო ინტეგრაციას.