ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის მიმართულებით განხორციელდა კვლევა, რომელიც საქართველოში ონკოლოგიური პალიატიური პაციენტების სიმპტომებსა და საჭიროებებს შეისწავლის.
2024 წლის პილოტურმა კვლევამ აჩვენა მრავალი თანმხლები სიმპტომის არსებობა; განსაკუთრებით ხშირ და მძიმე პრობლემებს შორის გამოვლინდა დაღლილობა, მადის დაქვეითება და ტკივილი. კვლევისათვის მომზადებული კითხვარების გავრცელებაში საქართველოს მასშტაბით 14 სამედიცინო ცენტრი მონაწილეობდა.
2025 წელს დასრულდა მონაცემთა შეგროვება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 415 პაციენტმა და მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა სტატისტიკური მონაცემთა ბაზა.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოში პალიატიური მზრუნველობის საჭიროებების უკეთ შეფასებას და პაციენტთა სიმპტომების მართვის მიმართულებების განსაზღვრას.