ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში ორგანოთა რეგენერაციისა და ტრანსპლანტაციის მიმართულებით მიმდინარე კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვანი შედეგი იქნა მიღებული.
2024–2025 წლებში მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა Ex-situ ხანგრძლივი მანქანური პერფუზიის პლატფორმა, მეთოდიკა და შესაბამისი პროტოკოლები. ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მიღწეულ იქნა ღვიძლის 24-საათიანი Ex-situ მანქანური პერფუზია, ორგანოს კარგი — გადასანერგად ვარგისი — მდგომარეობის შენარჩუნებით.
კვლევის შუალედური შედეგები წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე სეულსა და თბილისში. 2026 წელს კვლევა გრძელდება დიდი ზომის ცხოველთა ღვიძლებზე, რათა შეფასდეს ხანგრძლივი მანქანური პერფუზიის პირობებში რეგენერაციის შესაძლებლობის რაოდენობრივი მახასიათებლები.